ფეხბურთი

18:48 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "მილანი" ამ ნაბიჯით მხოლოდ დროს დაკარგავს და ნულოვანი წელი იქნება"

ფაბიო კაპელო „მილანს“ ურჩევს, რომ რალფ რანგნიკზე უარი თქვას. ცნობილი მწვრთნელის ეს აზრით, „როსონერი“ ამ ნაბიჯით მხოლოდ დროს დაკარგავს და გერმანელი წარმატებას ვერ მიაღწევს.

„არ ვიცნობ რანგნიკს, ვიცი, რომ საინტერესო რამეები გააკეთა გერმანიაში, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, ეს იქნება ნულოვანი წელი და „მილანი“ დროს დაკარგავს“, - თქვა ლეგენდარულმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, იტალიური მედიის ცნობით, „მილანი“ რალფ რანგნიკს უკვე შეუთანხმდა და ახალი სეზონიდან, როგორც მთავარი მწვრთნელის, ისე სპორტული დირექტორის პოსტს ჩააბარებს.

ახლანდელი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი კი ცხადია გუნდს დატოვებს. „მილანი“ სეზონის რესტარტის შემდეგ ჩინებულ ფორმაშია და სერია A-ს 6 მატჩიდან 4 მოიგო, ორჯერ კი ფრე ითამაშა.

0.172299