ფეხბურთი

18:21 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში

საქართველოს ნაკრებისა და „ლეგიას“ ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას XXXV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ლიგის ვებგვერდმა გამოარჩია, სეზონში მეოთხედ.

ვაკომ გასულ უიქ-ენდზე „კრაკოვიასთან“ გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:0), რამაც ვარშაველებს ისტორიაში მე-14 საჩემპიონო ტიტული ოფიციალურად მოუტანა.

გვილიამ მიმდინარე სეზონში უშუალოდ ექსტრაკლასაში 35 თამაშში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით მისი შედეგი უფრო თვალსაჩინოა - 47 თამაში, 11 გოლი და 9 შედეგიანი პასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114519