ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ლივერპულს“ ხორვატი დეიან ლოვრენი დატოვებს. ინფორმაციას გამოცემა Daily Express-ი ავრცელებს.
31 წლის ფეხბურთელი კლოპის გუნდის სამომავლო გეგმებში არ მოიაზრება და კარიერას რუსულ „ზენიტში“ გააგრძელებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში „ზენიტი“ 4 ტურით ადრე რუსეთის ჩემპიონი გახდა და ტიტული დაიცვა. რაც შეეხება ლოვრენს, ხორვატმა ფეხბურთელმა , რომელიც „ლივერპულის“ რიგებში 2014 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.