ფეხბურთი

16:37 | 13.07.2020 | ნანახია 0 - ჯერ

"მისი უფლებამოსილება უნდა გადაიხედოს" - ლა ლიგის პრეზიდენტი "სიტის" წინააღმდეგ

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი სპორტული საარბიტრაჟო ტრიბუნალის (TAS) გადაწყვეტილებას „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშთან დაკავშირებით არ ეთანხმება.

ტებასს კითხვები გაუჩნდა, რამდენად არის TAS-ი შესაბამისი უწყება, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„უნდა გადავხედოთ არის თუ არა TAS-ი შესაბამისი ორგანო, რომელმაც ფეხბურთში ინსტიტუციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. შვეიცარია საარბიტრაჟო სასამართლოს მქონე დიდი ისტორიის ქვეყანაა, TAS-ი კი არ არის შესაბამისი სტანდარტის“, - აღნიშნა ტებასმა.

შეგახსენებთ, დღეს სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უეფას კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანოს (Cfcb) მიერ თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა „მანჩესტერ სიტის“ ევროტურნირებიდან 2-წლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ. შედეგად, „ქალაქები“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში ითამაშებენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:06 | 16.03.2024
mushni (93569)

წადი სტივსონ

22:11 | 15.03.2024
Z.LO (802)

მეც მინდოდა რომ გამოეძახა

0.062873