ფეხბურთი

2:16 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის რესტარტის შემდეგ "მილანი" დაუმარცხებელია

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში ჯენარო გატუზოს ყოფილი გუნდის, „მილანის“ წინააღმდეგ მოუწია დაპირისპირება.

ორივე გუნდი ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრას და უფრო მეტად მეხუთე ადგილზე გასასვლელად იბრძვის, აქედან გამომდინარე „სან პაოლოზე“ გამართულ შეხვედრას საკმაო დატვირთვა ჰქონდა. თამაშიც საინტერესოდ წარიმართა, ჯერ სტუმრები იგებდნენ, მერე მასპინძლები და ბოლოს ქულები გაიყვეს - 2:2. ამ შედეგმა ყველაზე მეტად „რომას“ წისქვილზე დაასხა წყალი, რომელიც „ნაპოლის“ 2, ხოლო „მილანს“ 4 ქულით დაშორდა და მეხუთე საფეხურზეა. ნიშანდობლივია, რომ "მილანი" სეზონის რესტარტის შემდეგ ისევ დაუმარცხებელია.

კვირის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია გენუური გუნდების გამარჯვებები. „ჯენოამ“ „სპალი“ დაამარცხა და გასავარდნი ზონა დატოვა, ხოლო „სამპდორიამ“ „უდინეზეს“ აჯობა და დიდი ნაბიჯი გადადგა ელიტაში დასარჩენად.

სამაგიეროდ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ სერია A-ს „ბრეშა“ და „სპალი“ დაემშვიდობებიან. აი, მესამე უიღბლო გუნდის ვინაობას ბოლო ტურები გაარკვევს. ამ ეტაპზე „ჯენოა“ „ლეჩეს“ ერთადერთ ქულით უსწრებს და ყველაფერი შესაძლებელია.

„ჯენოა“ – „სპალი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პანდევი (24), 2:0 შონე (54)

„კალიარი“ – „ლეჩე“ 0:0 (0:0)

„ფიორენტინა“ – „ვერონა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ფარაონი (18), 1:1 კუტრონე (90)

„პარმა“ – „ბოლონია“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 დანილო (3), 0:2 სორიანო (16), 1:2 კურტიჩი (90), 2:2 ინგლეზე (90)

„უდინეზე“ – „სამპდორია“ 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ლასანია (37), 1:1 კვალიარელა (45), 1:2 ბონაცოლი (84), 1:3 გაბაიდინი (90)

„ნაპოლი“ – „მილანი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ტეო ერნანდესი (20), 1:1 დი ლორენცო (34), 2:1 მერტენსი (60), 2:2 კესი (73, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124003