ფეხბურთი

10:22 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე ლა ლიგაში ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა და 21 წლის ქართველ ნახევარმცველს წარმატებები უსურვა.

"დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გამახარა ქართველის გამოჩენამ ლა ლიგაში. თანაც იმ გუნდში, სადაც კარიერა დავასრულე. საუკეთესოს ვუსურვებ გიორგის "ლევანტეში" და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს", - დაწერა არველაძემ ფეისბუქში.

შეგახსენებთ, ქოჩორაშვილის დებიუტი გუშინ ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში შედგა. მანამდე ბოლო ქართველი, რომელსაც ლა ლიგაში ჰქონდა ნათამაშები, არველაძეა. შოთა 2007-2008 წლების სეზონში "ლევანტეში" ირჯებოდა და მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა (გოლი არ გატანია). მაშინ ქართველს ტრავმების გამო ბევრი გაუცდა და კარიერაც ვალენსიურ გუნდში დაასრულა. გარდა ამისა, ლა ლიგაში კიდევ ერთ ქართველს, გიორგი დემეტრაძეს უთამაშია - "სოსიედადში".

0.119446