ფეხბურთი

23:24 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ფრე და სიფრთხილე "ქართულ დერბიში"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ქართული დერბით დასრულდა, რომელშიც „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა.

ქუთათურებს პრინციპული მეტოქე ეროვნული ლიგის ეგიდით სახლში 2011 წლის შემდეგ არ დაემარცხებინათ და ტრადიცია არც ახლა დაირღვა - 0:0.

გუნდებმა საკმაოდ ფრთხილი ფეხბურთი აჩვენეს, რამაც ცხადია სანახაობას კვალი დაარტყო და უგოლო ფრე სრულიად ლოგიკური შედეგი გამოდგა.

შედეგად, ხუთი ტურის შემდეგ ჩემპიონატს ერთპიროვნულად გორის „დილა“ ლიდერობს, რომელსაც „დინამო თბილისი“ 9 ქულით უდგას კვალში, ხოლო „ტორპედოს“ 5 ქულა აქვს და ამ დროისთვის მეშვიდე ადგილზეა.

„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 0:0 (0:0)

0.115623