გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ალსვენსკანის VII ტურში პენალტი ვერ გაიტანა. „გიოტებორგისა“ და „დიურგადენის“ დაპირისპირება სტუმრებმა 2:1 მოიგეს, ქართველი კი გოლთან ახლოს 37-ე წუთზე იყო.
იქამდე „გიოტებორგი“ 0:2 უკვე მარცხდებოდა და გიორგის შეეძლო ანგარიშის სხვაობის შემცირება, თუმცა სამწუხაროდ მეკარეს ვერ აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
ეს 62-ე წუთამდე, რადგან მასპინძლებმა მეორედ დაარტყეს პენალტი და ამჯერად ჰოსამ აიეშმა გაიტანა, რომელმაც სწორედ ხარაიშვილი გოლამდე ერთი წუთით ადრე შეცვალა.
„გიოტებორგი“ საბოლოოდ 1:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა (8 ქულა).