ავტოსპორტი

21:50 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა მოიგო, ლიდერი ბოტასია

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა შტირიის პირველი დიდი პრიზი, რომელიც პირველი ეტაპის მსგავსად, ისევ ავსტრიის „რედ ბულ“ რინგზე გაიმართა. ეს ფ1-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთსა და იმავე ტრეკზე, ზედიზედ ორი ეტაპი ჩატარდა.

ჰამილტონისთვის ეს ფორმულა 1-ში მოპოვებული 85-ე გამარჯვებაა. ამგვარად, მიხაელ შუმახერის გამარჯვებათა რეკორდამდე 6 მოგებაღა აკლია. მეორე ადგილს დასჯერდა ჰამილტონის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი, რომელმაც ამის მიუხედავად, მრბოლთა კლასიფიკაციაში ლიდერობა შეინარჩუნა და მოქმედ ჩემპიონს 6 ქულას უგებს. ბოტასმა რბოლის მიწურულს შეძლო მაქს ფერსტაპენის ჩამოტოვება, რომელმაც ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა.

რბოლა პირველ ხუთ წრეში დაასრულა „ფერარის“ ორივე პილოტმა. სტარტიდან მესამე მოსახვევში, შარლ ლეკლერმა სებასტიან ფეტელის შიგნიდან გასწრება სცადა. გერმანელი ამ დროს, ორ სხვა პილოტს არიდებდა თავის მანქანას და ამ დროს, თანაგუნდელი დაეჯახა. ლეკლერის „ფერარის“ წინა ანტი ფრთა დაუზიანდა, ფეტელისას კი უკანა მოსტყდა. გუნდმა რემონტზე ორივე ერთდროულად მიიღო, თუმცა ფეტელს გზა არც გაუგრძელებია, ლეკლერი ტრასაზე კი დაბრუნდა, მაგრამ მის მანქანას გაცილებით მეტი დაზიანება აღმოაჩნდა, რის გამოც მან მეხუთე წრეზე ასპარეზობა შეწყვიტა. ინციდენტის გამო, ლეკლერმა ფეტელსაც და გუნდსაც მოუბოდიშა. „ფერარის“ მეორე რბოლაში რამდენიმე სიახლე სცადა, მაგრამ მათი ტესტირება ვეღარ მოხერხდა.

მეოთხე ადგილი ალექს ალბონმა დაიკავა, მეხუთე კი ლანდო ნორისს ერგო, რომელმაც ბოლო წრეზე „რეისინგ პოინტის“ ორივე პილოტს გაასწრო და ამით, საერთო კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

შტირიის დიდი პრიზი

შპილბერგი, რედ ბულ რინგი, დისტანცია 306.452 კმ (4.318 კმ, 71 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:22:50.683
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) + 13.719
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 33.698
  4. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 44.400
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:01.470
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:02.387
  7. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:02.453
  8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:02.591
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  10. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1 წრე
  11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  15. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  18. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 46 წრე
  19. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 67 წრე
  20. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 70 წრე

უსწრაფესი წრე: კარლოს საინსი - 1:05.619 (69-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ვალტერი ბოტასი - 43 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 37; 3. ლანდო ნორისი - 26; 4. შარლ ლეკლერი - 18; 5. სერხიო პერესი - 16; 6. მაქს ფერსტაპენი - 15; 7. კარლოს საინსი - 13; 8. ალექს ალბონი - 12; 9-10. პიერ გასლი და ლანს სტროლი - 6; 11-12. ესტებან ოკონი და დანიელ რიკარდო - 4; 13. ანტონიო ჯოვინაცი - 2; 14-15. დანიილ კვიატი და სებასტიან ფეტელი - 1; 16-20. კიმი რაიკონენი, ნიკოლას ლატიფი, კევინ მაგნუსენი, რომენ გროჟანი და ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 80 ქულა; 2. მაკლარენ-რენო - 39; 3. რედ ბულ-ჰონდა - 27; 4. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 22; 5. ფერარი - 19; 6. რენო - 8; 7. ალფატაური-ჰონდა - 7; 8 ალფა რომეო-ფერარი - 2; 9-10. ჰაასი და უილიამსი - 0

0.152258