ფეხბურთი

19:50 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი შვეიცარიაში (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგის XXX ტურში ოთარ კაკაბაძემ საგოლე პასი მიითვალა. ქართველმა მცველმა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და „ლუგანოსთან“ თანაგუნდელს გატანაში დაეხმარა.

„ლუცერნი“ საკუთარ მოედანზე 62-ე წუთამდე 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ თამაში გადაარჩინა და ქულა მოიპოვა - 3:3.

კაკაბაძის დამსახურება მასპინძელთა პირველ გოლში დიდია, რადგან მისი ფლანგური გადაცემა პასკალ შურპფმა თავით დააგვირგვინა და სხვაობა შეამცირა.

ოთარმა მიმდინარე სეზონში მე-15 მატჩში მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა, სხვათა შორის, პირველიც „ლუგანოს“ წინააღმდეგ. ქართველი მცველი ნოემბერში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს გასულ ტურში დაუბრუნდა და დღეს პირველად ითამაშა 90 წუთი.

„ლუცერნი“ 30 ტურის თავზე 42 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

0.115893