ფეხბურთი

17:33 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მთვრალი ჰოლანდი ღამის კლუბიდან გააგდეს (+VIDEO)

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი კუთვნილ შვებულებას სამშობლოში ატარებს და როგორც ჩანს რეჟიმის დარღვევა დიდად არ ანაღვლებს.

ჰოლანდი ერთ-ერთ ღამის კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში შენიშნეს, სადაც დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან კამათი მოუვიდა. მათ ნორვეგიელი ფორვარდი ღამის კლუბიდან გააგდეს, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ფეხბურთელი მოთხოვნას არ დაემორჩილა და სიტყვიერ შელაპარაკებაში შევიდა.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა იმის მიზეზი, რომ ჰოლანდი ღამის კლუბიდან გამოაძევეს. შეგახსენებთ, გასულ სეზონში ჰოლანდმა „ზალცბურგისა“ და „დორტმუნდის“ მაისურით საერთო ჯამში 45 მატჩში 45 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115288