იტალიის სერია A-ს ბინადარ „ლაციოში“ როგორც ჩანს განხეთქილებამ იფეთქა. იტალიური მედიის ცნობით, „სასუოლოსთან“ (1:2) მარცხის შემდეგ გუნდის გასახდელში დაპირისპირება მოხდა.
ფრანჩესკო აჩერბი და ექიმი ივო პულჩინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ამის მიზეზი რომაელთა წარუმატებელი სერიაა - ზედიზედ 3 წაგება.
მიუხედავად, გავლენიანი გამოცემების გავრცელებული ცნობისა, „ლაციომ“ ეს არ დაადასტურა და კლუბში განაცხადეს, რომ არავითარ დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.
მათ შორის თავად პულჩინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აჩერბი მისი მეგობარია და მასთან დაპირისპირება არ მომხდარა.
შეგახსენებთ, სეზონის რესტარტის შემდეგ „ლაციომ“ ექვსი მატჩი ჩაატარა და ოთხჯერ მარცხი განიცადა. სიმონე ინძაგის გუნდი მეორე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ ტურინის „იუვენტუსს“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე უკვე 8 ქულით ჩამორჩება.