ფეხბურთი

15:53 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "იმედია მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იმედოვნებს, რომ მისი კლბი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

„ქალაქელებმა“ ეს უფლება მინდორზე უკვე მოიპოვეს, მაგრამ ფინანსური ფეარ-პლეის გამო გადაწყვეტილებას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ბევრ საგოლე მომენტს ქმნის და „ბრაიტონთან“ მისი რეალიზება მოვახერხეთ. ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, რაც ამ კლუბისთვის მინიმალური მოთხოვნა იყო. ეს ფეხბურთელები ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ამას აკეთებენ.

ჩვენ ეს უფლება მოედანზე მოვიპოვეთ და იმედია, ორშაბათს უეფა ჩვენს ფეხბურთელებს საშუალებას მისცემს მომდევნო სეზონში ევროთასებზე ითამაშონ. ისინი იმსახურებენ ევროთასებზე ყოფნას“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ უეფამ „მანჩესტერ სიტი“ ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა, ხვალ კი საარბიტრაჟო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

0.555774