1973. კრისტიან ვიერი. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “პრატოს,” “ტორინოს,” “პიზას,” “რავენას,” “ვენეციას,” “ატალანტას,” “იუვენტუსის,” მადრიდის “ატლეტიკოს,” “ლაციოს,” “ინტერის,” “მილანის,” “მონაკოს”, “ფიორენტინას”, “ატალანტას” ფორვარდი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 23 გოლი. 1994 წელს გახდა 21 წლამდელთა ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონი. “იუვენტუსის” შემადგენლობაში 1996 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს და ევროპის სუპერთასს, 1997 წელს კი მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი. “ლაციოს” რიგებში გამოსვლისას დაეუფლა თასების თასს და იტალიის სუპერთასს. “ინტერის” შემადგენლობაში 2005 წელს გახდა იტალიის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული. მადრიდის “ატლეტიკოს” შემადგენლობაში 1998 წელს გახდა პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. 1999 და 2002 წლებში დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1926. ფინეთის მძლეოსანთა ნაკრებმა (რომლის რიგებში ლეგენდარული სტაიერი ჰაავო ნურმიც გამოდიოდა), 1500 მეტრზე სპორტულ სიარულში (ესტაფეტა) მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
1934. ჰოლანდიელმა მოცურავე ვილი დე სუპერვიზემ 400 მეტრზე ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (5:16,0).
1957. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “კარდიფ სიტის” ფეხბურთელ ტრევორ ფორდს სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამისი მიზეზი გაზეთ Sunday Neswpaper-ში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატია გახლდათ, ხოლო მოთამაშემ გამოცემაში მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კომენტირება არ ისურვა. ფორდი ჰოლანდიაში გადავიდა და ბრიტანეთში 1960 წელს დაბრუნდა.
1966. მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში (ინგლისი). ჯგუფური ეტაპი: გფრ-შვეიცარია 5:0; ბრაზილია-ბულგარეთი 2:0; სსრკ-ჩრდ. კორეა 3:0, გოლები მალოფეევმა (2) და ბანიშევსკიმ გაიტანეს.
სსრკ:კავაზაშვილი,პონომარიოვი, შესტერნიოვი, ხურცილავა, ოსტროვსკი, საბო, გიორგი სიჭინავა, ჩისლენკო, მალოფეევი, ბანიშევსკი, ჰუსაინოვი.
1977. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დონ რივიმ დატოვა. ამისი მიზეზი ალბიონელთა 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაუსვლელობა და 1978 წლის მსოფლიოს პირველობის შესარჩევი ეტაპის ცუდი სტარტი გახლდათ.
1980. თბილისის “დინამომ” რუმინეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩში პიტეშტის “არჯესს” 1:0 მოუგო. გოლი გია თავაძემ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, კოსტავა, ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, ჭილაია, მინაშვილი, ჯოხაძე (ჟვანია), თავაძე, შენგელია (კიკილაშვილი).
1996. ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა “ჩიკაგო ბულზთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებამ 25 მილიონი დოლარი შეადგინა.
1996. ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდო 13 მილიონ გირვანქად ჰოლანდიური პსვ-დან “ბარსელონაში” გადავიდა.
1998. საფრანგეთის მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი. საფრანგეთი-ბრაზილია 3:0. გოლები ზიდანმა (2) და პეტიმ გაიტანეს. “სტად დე ფრანსზე” თამაშს 75 ათასი მაყურებელი დაესწრო. საფრანგეთი (ნაკრებს ემე ჟაკე წვრთნიდა): ბარტეზი, ლიზარაზუ, ტურამი, ლებეფი, დესაი, ჯორკაეფი (ვიეირა), დეშამი, ზიდანი, კარამბე (ბოღოსიანი), პეტი, გივარში (დიუგარი). ბრაზილია (ნაკრებს Mარიო ზაგალო წვრთნიდა): ტაფარელი, კაფუ, ალდაირი, ჟუნიორ ბაიანო, რობერტო კარლოსი, სეზარ სამპაიო (ედმუნდო), დუნგა, რივალდო, ლეონარდო (დენილსონი), ბებეტო, რონალდო. მსაჯმა 68-ე წუთზე მოედნიდან მარსელ დესაი გააგდო. შეხვედრას მაროკოელი არბიტრი ბელკოლა სჯიდა.
2005. ბეისბოლის ეროვნული ლიგის (MLB) “ყველა ვარსკვლავის” მატჩში “ამერიკის ლიგამ” “ეროვნულ ლიგას” 7:5 მოუგო.
2005. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამომ” ტალინში, იქაურ “ლევადიასთან” 0:1 წააგო.
2006. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად იოაჰიმ ლიოვი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე იურგენ კლინსმანი შეცვალა.
2006. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარჩელო ლიპი გადადგა.
2006. ბრაზილიელი ფეხბურთელი ზე რობერტო “მილანის” ფეხბურთელი გახდა.
2007. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, შოთა არველაძე ჰოლანდიური “ალკმაარიდან” ესპანურ “ლევანტეში” გადავიდა.
2007. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გორდონ ჰერბერტმა სალონიკის “არისთან” გააფორმა კონტრაქტი.
2007. ჰოლანდიური “უტრეხტის” მთავარი მწვრთნელი, ვილერნ ვან ჰანეგემი გახდა.
2008. შვიდკაცა რაგბის საქართველოს ნაკრებმა ჰანოვერის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა და 2009 წელს დუბაიში ჩასატარებელი მსოფლიოს პირველობის საგზური დაისაკუთრა.
2008. უკრაინელმა პროფესიონალმა მოკრივემ ვლადიმირ კლიჩკომ ნიგერიელი ჰატონი მეთერთმეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ჭBO და IBO-ს ასოციაციათა ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი დაიმსახურა.
2009. ახალ ზელანდიაში მიმდინარე 19 წლამდელ კალათბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აშშ-მ საბერძნეთს 88:80 მოუგო.
ამ დღეს დაიბადნენ
1878. ჩარლზ როლსი. დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი პირველი ავტომრბოლელი. 1903 წელს ფრანგული ფირმის “ძმები მარსების” მიერ დამზადებული ავტომობილით სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
1935. ჰანს ტილკოვსკი. გერმანიის ფედერაციული ნაკრების, “ვესტფალია ჰერნეს” (1955-62), დორტმუნდის “ბორუსიას” (1963-67), მაინის ფრანკფურტის “აინტრახტის” (1967-70) მეკარე. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი. დორტმუნდელთა რიგებში გამოსვლისას მოგებული აქვს თასების თასი (1966) და გერმანიის თასი (1965). 1966 წელს მოიპოვა გერმანიის პირველობის ვერცხლის მედალი. 1965 და 1967 წლებში გახდა ბუნდესლიგის მესამეადგილოსანი. პირველ ბუნდესლიგაში ჩაატარა 121 მატჩი. 1965 წელს დაასახელეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საუკეთესო მეკარედ. წვრთნიდა ბრემენის “ვერდერს” (1970, 1976-77), “მიუნხენ 1860”-ს (1970-72), “ნიურნბერგს” (1973-76), “საარბრიუკენს” (1978), ათენის აეკ-ს (1981).
1945. დიმიტარ პენევი. ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1994 წლის აშშ-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე იგი ბალკანელთა ნაკრებს წვრთნიდა და მეოთხე ადგილზე გაიყვანა. ფეხბურთელობისას მცველი იყო და გამოდიოდა ბულგარეთის ნაკრებში, სოფიის ცსკასა და “ლოკომოტივში”. მსოფლიოს 1966, 1970 და 1974 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ბულგარეთის ნაკრებში ჩაატარა 90 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 15 მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი. 1967 და 1971 წლებში გახდა ბულგარეთის ჩემპიონი.
1960. გია თორთლაძე. ქართველი ალპინისტი. განხორციელებული აქვს 150-დე ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე, პამირზე და ტიანშანზე. მინიჭებული აქვს “თოვლის ჯიქის” წოდება (1991). პირველი ქართველი ალპინისტი, რომელმაც დაიპყრო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალები მაკკინლი და აკონკოგუა, აგრეთვე აფრიკის უმაღლესი მწვერვალი კილიმანჯარო. გია თორთლაძე ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ ექსპედიციას, რომელმაც დჰაულაგირი დალაშქრა (1995). 1999 წლის 26 მაისს გია თორთლაძემ, მერაბ ხაბაზმა, მამუკა ციხისელმა, მერაბ ნემსიწვერიძემ და ირაკლი უგულავამ პლანეტის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი დალაშქრეს. 2001 წელს ინტერნაციონალური ექსპედიციის შემადგენლობაში გია თორთლაძემ მეორედ დაიპყრო ევერესტი. ზამთრის პერიოდში შესრულებული აქვს მეხუთე კატეგორიის შვიდი ასვლა. 1996 წლიდან საქართველის მთამსვლელთა ფედერაციის, ხოლო 2001 წლიდან მთამსვლელთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტია. გია თორთლაძე ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია, მინიჭებული აქვს ნეპალის სამეფო ორდენი. არის საქართველოს პარლამენტის წევრი.
1973. კრისტიან ვიერი. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “პრატოს,” “ტორინოს,” “პიზას,” “რავენას,” “ვენეციას,” “ატალანტას,” “იუვენტუსის,” მადრიდის “ატლეტიკოს,” “ლაციოს,” “ინტერის,” “მილანის,” “მონაკოს”, “ფიორენტინას”, “ატალანტას” ფორვარდი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 23 გოლი. 1994 წელს გახდა 21 წლამდელთა ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონი. “იუვენტუსის” შემადგენლობაში 1996 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს და ევროპის სუპერთასს, 1997 წელს კი მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი. “ლაციოს” რიგებში გამოსვლისას დაეუფლა თასების თასს და იტალიის სუპერთასს. “ინტერის” შემადგენლობაში 2005 წელს გახდა იტალიის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული. მადრიდის “ატლეტიკოს” შემადგენლობაში 1998 წელს გახდა პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. 1999 და 2002 წლებში დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად.
1982. ანტონიო კასანო. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ბარის,” “რომასა” და მადრიდის “რეალის”, “სამპდორიას”, “მილანის” ფორვარდი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ესპანეთის ჩემპიონი (2007). 2001 წელს მოიპოვა იტალიის სუპერთასი (“რომას” შემადგენლობაში). 2011 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი