ფეხბურთი

22:49 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიმპემბემ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, პრესნელ კიმპემბემ, კლუბთან ხელშეკრულება გააგრძელა. ახალი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი - გვამცნობს პარიზული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

24 წლის ფრანგი პსჟ-ის აკადემიის აღზრდილია და ამიტომ ქომაგებს მისადმი სხვაგვარი, შინაურული დამოკიდებულება აქვთ. მიმდინარე სეზონში პრესნელმა ყველა ტურნირში 24 მატჩი გამართა.

საფრანგეთის ნაკრებში კიმპემბეს 9-ჯერ უთამაშია.

0.120869