„ბარსელონას“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ჟურნალისტებს ამერიკულ MLS-ში
მისი შესაძლო გადასვლის თაობაზე ესაუბრა.
„თვალნათელია, რომ ფეხბურთი ამერიკაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს ჩინებულია. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ხედავ როგორ ვითარდება ფეხბურთი ამ ქვეყანაში. თუ საშუალება მაქვს MLS-ის მატჩს ვუცქირო, საკუთარ თავს ვუტყდები, რომ მინდა ყურება. „ინტერ მაიამი“ ? ვნახოთ, ეგებ ბექემმა დამირეკოს.“ - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს MLS-ის პრესსამსახური.
ცოტა ხნის წინათ, რაკიტიჩი ამბობდა, რომ მოარული ხმების მიუხედავად, კატალონიურ კლუბში დარჩენას ისურვებდა.