იტალიის სერია A-ში კორონავირუსი დაბრუნდა. „პარმას“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, რომ გუნდში ჩატარებული ბოლო ტესტირების შემდეგ ერთი დადებითი პასუხი დაფიქსირდა.
დაინფიცირებული არაა ფეხბურთელი, არამედ სტაფის წევრია და დაუყოვნებლივ იზოლიაციაში.
„პარმა“ იტყობინება, რომ ბოლო ტესტირებამ ერთი დადებითი შემთხვევა დააფიქსირა (არა ფეხბურთელთან). სრულიად უსიმპტომოდ აღენიშნება ვირუსი და თვითიზოლაციაში გადაინაცვლა. იზოლირებულია გუნდიც მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი წევრების ტესტირების პასუხები უარყოფითია“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი, „პარმა“ კვირას „ბოლონიას“ უნდა დაუპირისპირდეს, მაგრამ დიდი შანსია, რომ თამაში გადაიდება.