ფეხბურთი

16:07 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი: "ატალანტა" "ლივერპულს" უახლოვდება და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი მარჩელო ლიპი ბერგამოს „ატალანტას“ თამაშით აღფრთოვანებულია და ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

„იუვენტუსს“ შეუძლია ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მაგრამ „ატალანტასაც“ შეუძლია. წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფორმატიდან გამომდინარე არ იქნება მოულოდნელი დიდი სენსაცია დაფიქსირდეს.

„ატალანტა“ ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც სიყვარულს იწვევს, საერთაშორისო ფეხბურთს. „ლივერპულს უახლოვდება. ამით ვამბობ და ვიმეორებ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ჩემი აზრით, „ბაიერნზე“ უკეთაც კი თამაშობს. „ატალანტა“ მეტოქეებს მაღალი ინტენსივობით უტევს, გარდა ამისა არსებობს ტაქტიკური ასპექტი, რომელიც მხიბლავს. ხანდახან მეკარე გოლინი საუკეთესოა, მაგრამ ეს ნორმალურია, როდესაც ასეთი დიდი ინტენსივობით უტევ, დაცვით ფაზაში რისკი იზრდება“, - თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ მარჩელო ლიპის „ატალანტაში“ 1992-1993 წლებში მუშაობდა, ხოლო „იუვენტუსს“ ორ სხვადასხვა პერიოდში (1994-1999 და 2001-2004) ავარჯიშებდა. ბერგამოელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტები არიან, პსჟ-ს დაუპირისპირდებიან, „იუვეს“ კი ამ მერვედფინალში „ლიონთან“ საპასუხო მატჩი ელოდება.

0.113483