ზლატან იბრაჰიმოვიჩი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონშიც თუ „მილანში“ ითამაშებს, ლომბარდიული გრანდი სკუდეტოს მოიგებს.
„მომდევნო სეზონში აქ პირველივე დღიდან თუ ვიქნები, დარწმუნებული ვარ სკუდეტოს მოვიგებთ! „მილანის“ ტიფოზებთან პირობა დავდო დარჩენაზე? არა, არანაირი დაპირება, არ არსებობს გარანტია. სწორედ ამიტომაა მინოსთან (რაიოლა - რედ) საუბარი საჭირო“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, ზლატან „როსონერისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. დარჩება თუ არა შვედი იტალიაში ჯერჯერობით უცნობია. ამბობენ იმასაც, რომ იბრას ივან გაზიდისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
აქვე გეტყვით, რომ „მილანმა“ ბოლოს სკუდეტო 2010-2011 წლების სეზონში მოიგო და მაშინ შავ-წითელთა რიგებში იბრაჰიმოვიჩი თამაშობდა.