უიმბლდონი 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს 620 მოთამაშეზე გაანაწილებს, რომელთაც 2020 წლის ტურნირზე მონაწილეობა უნდა მიეღოთ. აღნიშნული გადაწყვეტილება უიმბლდონის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო.
დიდი სლემის ტურნირი კორონავირუსის გამო გაუქმდა, რაც 1945 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა. ორგანიზატორებმა გულშემატკივრებს ბილეთში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნეს, ასევე თანხა დაიბრუნეს სამაუწყებლო კომპანიებმა და სპონსორებმა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მეშვეობით, 256 ჩოგბურთელი, რომელსაც ძირითად ბადეში უნდა ეთამაშა 25,000 მიიღებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მოთამაშეები (224) - 12,500 გირვანქა სტერლინგს , ხოლო წყვილთა თანრიგსა და სხვადასხვა კატეგორიებში მონაწილეები 5,000-დან 6,250-მდე მიიღებენ.