ფეხბურთი

21:09 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება

გერმანიის ბუნდესლიგის 2019-2020 წლების სეზონი რამდენიმე დღის წინ დასრულდა, მაგრამ მომდევნო სეზონის გრაფიკზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

როგორც ლიგის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება და პირველი ტური ოთხ დღეზეა გაწერილი. ევრო 2020-ის 2021 წლის ზაფხულში გადატანის გამო, გერმანიაში ზამთრის პაუზა შემცირდა - გუნდები ერთ თვეს არ დაისვენებენ და ახალი წლის პირველივე უიქ-ენდზე მეორე წრე დაიწყება. ბუნდესლიგის მომდევნო სეზონი 22 მაისს დასრულდება.

რაც შეეხება მეორე ბუნდესლიგას, სტარტს 18 სექტემბერს აიღებს და 2021 წლის 23 მაისს დასრულდება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ახალ სეზონში ბუნდესლიგას ორი ახალწვეული ეყოლება - "არმინია" და "შტუტგარტი".

ბუნდესლიგამდე გერმანიაში სეზონს სათასო ბატალიებით დაიწყებენ. 11-14 სექტემბერს, პირველი ეტაპი გაიმართება.

თეგებიბუნდესლიგა
0.123847