სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:25 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" მოგების გემო გაიხსენა, "თელავმა" პირველად წააგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღეს „საბურთალომ“ „თელავს“ უმასპინძლა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება გაუჭირდა. გადამწყვეტი 67-ე წუთი გამოდგა, როდესაც კახელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა.

უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად გიორგი კოხრეიძემ აქცია და თბილისურ გუნდს ნანატრი გამარჯვება მოუტანა, პირველი პაუზის შემდეგ.

„საბურთალომ“ 8 ქულა დააგროვა და ლიდერთა დუეტს („დინამო თბილისი“, „დილა“) გაუთანაბრდა, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

თავის მხრივ, „თელავმა“ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო და 6 ქულით მე-6 ადგილზეა.

„საბურთალო“ – „თელავი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კოხრეიძე (67, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.088967