ფეხბურთი

21:55 | 10.07.2020 | ნანახია 568 - ჯერ

აგუერო მადრიდის "რეალთან" ვერ ითამაშებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი სერხიო აგუერო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო დაპირისპირებას მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ვერ ჩაატარებს.

სამხრეთამერიკელის შესახებ პეპ გვარდიოლას პრესკონფერენციაზე კითხეს, რა დროსაც ესპანელმა განაცხადა, რომ არგენტინელი ვერ მოასწრებ მწყობრში ჩადგომას. აგუერომ მუხლის ოპერაცია ივნისში გაიკეთა, ხოლო საპასუხო მატჩი 7 აგვისტოსაა დაგეგმილი. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა "ქალაქელების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

სერხიო აგუერომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 32 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დასრულდება ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი და შესაბამისად გუნდს როდის შეუერთდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:18 | 11.07.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სიტი ისეა აწყვეტილი დიდი დანაკლისი არ იქნება ეს დღევანდელი მდგომარეობით.

22:16 | 10.07.2020
davidinho (1027)

თუ ვერ ითამაშებს რეალისთვის უკეთესი

0.128167