პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად "ვულვზის" დამრიგებელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სანტუს გაწვრთნილმა გუნდმა ივნისის თვეში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო. პორტუგალიელი სპეციალისტის "ვულვზი" პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ, მეოთხეადგილოსან "ლესტერს" 7 ქულით ჩამორჩება.