ფეხბურთი

18:14 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შალკემ" კობიაშვილს დაბადების დღე ქართულ ენაზე მიულოცა

გელზენკირხენის „შალკეს“ ფეისბუქის გვერდზე ლევან კობიაშვილს დაბადების დღე ქართულ ენაზე მიულოცეს.

„გილოცავ დაბადების დღეს“, - ვკითხულობთ გერმანული კლუბის სოციალურ ქსელში. ლევანი დღეს 43 წლის გახდა.

სფფ-ის პრეზიდენტმა „შალკეს“ ღირსება 2003 წლის ზაფხულიდან 2010 წლის იანვრამდე დაიცვა და 233 თამაშში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო. კობიაშვილს გერმანიაში გამორჩეული წლები „ხუმარების“ გარდა, „ფრაიბურგსა“ და ბერლინის „ჰერტაში“ აქვს გატარებული.

0.116039