ფეხბურთი

15:05 | 10.07.2020 | ნანახია 411 - ჯერ

რონალდუს შემდეგ ფერნანდეში: ბრუნო პრემიერლიგაში კვლავ საუკეთესოა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ინგლისის პრემიერლიგის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.

ივნისში ბრუნომ სამი მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ „მანჩესტერის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიჯრით ორჯერ მოიპოვა. კრიშტიანუმ ეს შედეგი 2006 წელს დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეში „იუნაიტედს“ იანვარში „სპორტინგიდან“ შეუერთდა და ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:41 | 10.07.2020
cerber1 (1064)

მე დიდი ხანია ვიცოდი ეს რომ მაგარი იყო..ასევე რუბენ ნევეშიც მალე გაიბრწყინებს..

16:20 | 10.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

მართლა მაგრად ყომარობს და ბოლო წლებში მგონი ერთადერთი ტრანსფერია რომელიც მართლა გამოადგა მანჩესტერს.ჯერჯერობით ასეა და მომავალში რას იზამს ვნახოთ

21:24 | 10.07.2020
mjgiri (8951)

ვან ბისაკას ტრანსფერიც ძალიან მნიშვნელოვანია

15:08 | 10.07.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

ეს ტრანსფერი მაგარი გაარტყა მანიუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117851
სარეკლამო ადგილი - 99
X x X