ფეხბურთი

16:11 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" უნგრელი ტალანტის შეძენაზე მუშაობს

„ზალცბურგის“ ახალგაზრდა ნახევარმცველის, დომინიკ სობოსლაის მიმართ ინტერესი დიდია. უცხოურ მედიაში ბოლო დროს მის მიმართ იტალიური გრანდების დაინტერესების შესახებ ბევრი იწერება.

კერძოდ ყველაზე აქტიურად უნგრელი ტალანტის გადაბირება „მილანს“ და „ნაპოლის“ სურთ. Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მილანელები მზად არიან 19 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი - 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.

სობოსლაიმ მიმდინარე სეზონში „ზალცბურგის“ მაისურით 40 შეხვედრაში 12 გოლი და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11372