ფეხბურთი

12:34 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: "VAR-ი რა შუაშია, შეხედეთ "ბარსელონა" როგორ თამაშობს"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ „ბარსელონას“ წარუმატებლობის მიზეზი არა ვიდეორეფერი და მსაჯები, არამედ თვითონ კატალონური გრანდის თამაშის ხარისხია.

„პაუზამდე ლა ლიგის ლიდერი „ბარსელონა“ იყო, მაგრამ შემდეგ „რეალმა“ გადაასწრო. იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი VAR-ის ბრალია, არ შეიძლება. მითუმეტეს, როდესაც ხედავ, „ბარსელონა“ როგორ თამაშობს.

„ესპანიოლთან“ დერბით შეშფოთებული ვარ, იმიტომ რომ რაღაც უკეთესს ველოდით, განსაკუთრებით „ვილიარეალთან“ შესანიშნავი თამაშის შემდეგ. ეს სიტუაცია შემაშფოთებელია. თუმცა, კარგია, რომ „ბარსელონამ“ მაინც მოიგო და რიტმი მაინც არ დაკარგა“, - აღნიშნა „ბორბამ“.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ „სამეფო კლუბი“ 35-ე ტურის შეხვედრას დღეს „ალავესთან“ გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში ზინედინ ზიდანის გუნდის უპირატესობა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 4 ქულამდე გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107079