ფეხბურთი

19:59 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: "პიკე ორ ყველაზე შეშლილ ფეხბურთელშია ვისაც ვიცნობ"

ფრანგული „მონაკოს“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ჟერარ პიკეს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ნამდვილი შეშლილია. ესპანელმა ფეხბურთელმა მეგობართან გადახდენილი ისტორიაც გაიხსენა.

„პიკესთან ერთად თამაში 10 წლის ასაკში დავიწყე. ბევრი რამ არ შეცვლილა, მაგრამ ახლა ის ბიზნესმენია და მისი სურათი სულ სხვაა. ყოველთვის გიჟურ რაღაცებს აკეთებდა. ერთხელ ჩვენ მეკარეს მანქანის საბურავები დაუხეთქა, რომელიც სახლში ბრუნდებოდა და შუა გზატკეცილზე დარჩა. პიკე ორ ყველაზე გიჟ ფეხბურთელს შორისაა მათ შორის, ვისაც ვიცნობ“, - თქვა ფაბრეგასმა.

ესპანელი ფეხბურთელები ლა მასიაში ერთად იზრდებოდნენ, პროფესიონალური ფეხბურთის დროს კი ესპანეთის ნაკრებსა და „ბარსელონაში“ (2011-2014) თანაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115505