ფეხბურთი

15:26 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: მეოთხედფინალური და ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
ევროპა ლიგის წილისყრა გაიმართა

დღეს, უეფას შტაბ-ბინაში, ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ამ ეტაპზე მერვედფინალის საპასუხო მატჩები არაა გამართული, მაგრამ გუნდები წინასწარი წილისყრით 1/4 ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„შახტარი“ (უკრაინა) / „ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „ბაზელი“ (შვეიცარია) / „აინტრახტი“ (გერმანია) - წყვილი 1

„ლასკ ლინცი“ (ავსტრია) / „მანჩესტერი“ (ინგლისი) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) / „კოპენჰაგენი“ (დანია) - წყვილი 2

„ინტერი“ (იტალია) / „ხეტაფე“ (ესპანეთი) – „რეინჯერსი“ (შოტლანდია) / „ლევერკუზენი“ (გერმანია) - წყვილი 3

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) / „ვულვზი“ (ინგლისი) – „სევილია“ (ესპანეთი) / „რომა“ (იტალია) - წყვილი 4

ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

მეოთხე წყვილის გამარჯვებული - მეორე წყვილის გამარჯვებული

მესამე წყვილის გამარჯვებული - პირველი წყვილის გამარჯვებული

მერვედფინალის საპასუხო მატჩები:

„კოპენჰაგენი“ – „ბაშაკშეჰირი“ (პირველი მატჩი - 0:1)

„ბაზელი“ – „აინტრახტი“ (3:0)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლასკ ლინცი“ (5:0)

„ვულვზი“ – „ოლიმპიაკოსი“ (1:1)

„ლევერკუზენი“ – „რეინჯერსი“ (3:1)

„შახტარი“ – „ვოლფსბურგი“ (2:1)

„ინტერი“ – „ხეტაფე“ (ამ გუნდების პირველი მატჩი არ გამართულა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელს ერთი თამაში გაარკვევს)

„სევილია“ – „რომა“ (ამ გუნდების პირველი მატჩი არ გამართულა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელს ერთი თამაში გაარკვევს)

მეოთხედფინალური ეტაპიდან ევროპა ლიგას გერმანიის ოთხი ქალაქი უმასპინძლებს: კიოლნი, დუისბურგი, დიუსელდორფი და გელზენკირხენი.

ტურნირის კალენდარი

5-6 აგვისტო: მერვედფინალის საპასუხო მატჩები

10-11 აგვისტო: მეოთხედფინალი (გერმანია)

16-17 აგვისტო: ნახევარფინალი (გერმანია)

21 აგვისტო: ფინალი (გერმანია)

0.121598