ფეხბურთი

10:20 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები კონკურენციაში: სლუცკი შემადგენლობას სიტუაციის მიხედვით არჩევს

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „კრასნოდართან“ (1:0) მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

რუსმა სპეციალისტმა შეტევაში არსებულ კონკურენციას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, სადაც ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ.

„სერიოზული კონკურენცია გვაქვს შეტევის ფლანგებზე - ოთხი ადამიანი აცხადებს პრეტენზიას: დავითაშვილი, ბაკაევი, მაკაროვი და კვარაცხელია. სიტუაციიდან გამომდინარე მირჩევნია ერთი ან სხვა ფეხბურთელი. მაკაროვმა ზედიზედ ორ თამაშში გამარჯვების გოლები გაიტანა, ამიტომ ამ ეტაპზე ის არის ძირითადის ფეხბურთელი“, - თქვა სლუცკიმ.

აქვე გეტყვით, რომ „კრასნოდართან“ ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთიდან გამოჩნდა. „რუბინს“ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 33 ქულა აქვს, მეცხრე ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულითაა დაშორებული.

0.102437