კალათბურთი

1:14 | 10.07.2020 | ნანახია 5343 - ჯერ

მამუკა გორგოძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა

„წარმატებები თორნიკე შენგელია“ - ასე გამოეხმაურა მამუკა გორგოძე ქართველი კალათბურთელის ცსკა-ში გადასვლას.

ლეგენდარულმა მორაგბემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და მხოლოდ ამ ერთი სიტყვით შემოიფარგლა.

მოგეხსენებათ, შენგელიასა და ცსკა-ს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ამიერიდან ქართველი მოსკოვურ კლუბისთვის გაირჯება.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:29 | 14.07.2020
araza-1918 (6330)

რუსეთუმებო საპარპაშოთ 3 თვე დაგრჩათ მერე მოგივლით

10:39 | 11.07.2020
johnsilver (1156)

სადაც იცხოვრებ, იქაურობის სიმპათია უნდა გაგიჩნდეს. აბა გაცხოვრებენ, ფულს გიხდიან და გულში აგინებდე, ეგრე არ გამოვა. და ეს ბუნებრივიცაა.

ესეგი, შენგელია მიიღებს ცსკა-ს ფანებს, იმღერებს გუნდის ჰიმნს წითელ არმიაზე და აფრიალებს რუსულ დროშას.

ახლა კითხულობენ, სხვებიო? ვის რაში აინტერესებს გრიგალავა და ანანიძე? ისინი ისედაც არაფრის მაქნისები არიან. შენგელია კი არის ქვეყნის საუკეთესო კალათბურთელი + კაპიტანი. აბა თუ საუკეთესოები ცსკა-ში მიდიან, რაღა დაგვრჩენია... ვუქომაგოთ ცსკა-ს.

იმის იმედად იყავით ქართულ დროშას ააფრიალებსო. პირიქით იქნება ყველაფერი და ჩაყლაპავთ ამას ისევ. რუსები კარგად შეგვისრულებენ.

19:34 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

მოკლედ თუ თორნიკე ამ კომენტარებს კითხულობს, უნდა იცოდეს რომ ძალიან გვატკინა გული! თუმცა ეს მისი ცხოვრებაა. ის ვარჯიშობდა ამდენს, შრომობდა და აქვს უფლება თუნდაც კარგი ხელფასის გამო გადასულიყო მანდ. მაგრამ მე პირადად წარმატებას ვერ ვუსურვებ რუსეთის არმიის კლუბს და ამ მლუბში მოთამაშე ვერცერთ კალათბურთელს. მათ შორის თორნიკეს! თუ მოშორდება მაგ კლუბს და სხვაგან გადავა, ისევ ვუგულშემატკივრებ! იმედია გიხილავთ nba-ში. იქ სადაც გეკუთვნის

16:12 | 10.07.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

და ევროლიგის აკრძალვების მიუხედავად, ყვველა სანაკრებო თამაშზე გამოუშვებენ რუსები შენგელიასო, ეგ მართალია თუ ბლეფობენ ?

10:44 | 11.07.2020
johnsilver (1156)

შენთვის ეგ გადამწყვეტია, ხო? გამოუშვებენ კი, რუსებს თუ შეიყვარებთ, საწუწნ კამფეტებსაც გამოატანენ, ქართველი ფანებისთვის. არანაირი პრობლემა არაა))

14:28 | 11.07.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

გადამწყვეტი ჩემთვის არაფერი არაა კონკრეტულად ამ ამბავში.
პუტინის ნათლული ვიყო, ჩვენს ქვეყანაში იმის მეათედი პატრიოტი თუ იყოს, ვინც შენგელიას ჭკუას არიგებს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ნებისმიერ სიტუაციაში იგრძნობა ეს.

19:27 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

შეიძლება. თავს მოგვაჩვებენ რომ ჩვენი ძმები არიან

16:03 | 10.07.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სპორტი და პოლიტიკა რანაირადაა გამიჯნული ამიხსენით. პირდაპირ კავშირშია ორივე ერთმანეთთან. თავის საქმის თვითონ იცის და თავისი არჩევანი გააკეთა მაგრამ ჩემი აზრით დიდი სისულელე გააკეთა.საერთოდ როდის დასრულდება რუსეთში თამაშები და კარიერები ქართველი სპორტსმენების აი მაგას ველოდები

20:17 | 10.07.2020
Che Guevara (82)

არც არასდროს,ფულის მოყვარული ხალხი ვართ ქართველები და ამით სარგებლობს დამპყრობელი.ესე იყო და ესე იქნება მომავალში.

01:09 | 11.07.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კი გეთანხმები მეფის რუსეთის დროიდან ეგრეა ჩინები მედლები ფულები რამდენი მნიშვნელოვანი სახელის დასახელება შეიძლება თან მაგ კონტექსტში სამწუხაროდ

15:51 | 10.07.2020
dinamo222 (8587)

ეს კონტრაქტი იმიტომაა კარგი რომ ჯერ ერთი ხელფასიც მეტი ექნება მერე იმ გუნდში უფრო კარგად დააკვირდებიან ნბა ს სკაუტები და ბოლოს რაც მთავარია--კონტრაქტში წერია როგორც კი რამე ვარიანტი გამოუჩდება უპრობლემოდ დატოვებს ცესკას ყოველგვარი ჯარიმების და ხელფასის დაკავების გარეშე !

19:26 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

კარიერა რომ გაუფუჭონ და ევროპის სუპერ ვარსკვლავობიდან რიგით კალათბურთელად აქციონ ამ ვარიანტზე თყ გიფიქრია? თუ გამორიცხავ ამად რუსეთის არმიის კლუბის მხრიდან?

15:16 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

Red destroyer - არც ის იყო მოსაწონი, მაგრამ ნაკლები რეაქცია მოყვა. ისევ თავიდან დავწერო კომენტარი რატომ?
რეზერვისტები რომ არ თამაშობენ ეგ გცოდნია, მაგრამ ისიც ხომ არ იცი ეს კლუბი ვისგან ფინანსდება?

15:43 | 10.07.2020
Go rafaa (2301)

ეგ არვიცი სპონსორები ყავს და აფინანსებს ალბათ მაგრამ რაც არუნდა იყოს სპორტული კლუბია და მემაინც არმიმაჩნია ამის გამო ლანძღვა სწორად რუსეთი რო მტერი და ოკუპანტია მაგას მრავალი წელი ამტკიცებს მარა რავიცი ძმაო სპორტულ კლუბში გადასვლით კატასტროფას ნამდვილად ვერ ვხედავ!

19:28 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

აი რომ შენგელია რიგითი კალათბურთელი გახდება მაგათ ხელში, მერე ვილაპარაკოთ. მარა მერე გვიანი იქნება

14:28 | 10.07.2020
Go rafaa (2301)

Erovnuli-Nakrebi ზუსტადაც რომ გამიჯნულია და არ შეიძლება სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა, მაგ ლოგიკით რუსეთში ვინც არის და რაღაცას აკეთებს ყველა მოღალატე და გასაკიცხია, ისინიც მოღალატეები გამოლიან ვინხ იქ სწავლობს და სწავლობდა, და არმიის გუნდი ეგ უბრალოდ ბქვია თორე აბა მანდ ჯარისკაცები და რეზერვისტები კიარ თამაშობენ :დდდდდ აა აი თურმე რაში ყოფილა საქმე შედარებით სუსტ მოთამაშეს შეუძლია წავიდეს და მაგ გაურკვეველი ლოგიკით უღალატოს ქვეყანას და სუპერ მოთამაშეს არ ეკადრება ხო?:დდდდდდდ

15:21 | 10.07.2020
iceman (2988)

ქვეყნის ღალატს არ ვამბობ უბრალოდ არ მესმის თვითონ თოკოს რატო უნდა უნდოდეს მანდ თამაში ხალხმა თუნდაც მოუწონოს გადაწყვეტილება. ვფიქრობ ხალხის გაღიზიანება იმანაც გამოიწვია რომ ბასკონიას თამაშებს ლაივში უყურებდნენ და ამაყობდნენ თოკოთი ხოდა ახლა ცესკაში გადასვლით ეს სიამოვნება აღარ ექნებათ რადგან არ აქვთ სურვილი ცეესკას უგულშემატკივრონ

15:47 | 10.07.2020
dinamo222 (8587)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:45 | 10.07.2020
Go rafaa (2301)

რატომ და ცეესკა ძლიერი გუნდია ბევრად პერსპექტივაც აქვს ტიტულების მოგების შანსიც ხელფასიც მეტი ექნება და ამიტომ გადავიდა, რავიცი ჩემიაზრით ქართულ დროშას რომ ააფრიალებს მოსკოვში ეს ნამდვილად კარგი იქნება

15:48 | 10.07.2020
dinamo222 (8587)

100 %

11:58 | 10.07.2020
NIKA..01 (826)

სადმე,თუნდაც ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში თქვას თოკომ რუსეთი ოკუპანტიაო,მტერიაო,მივიდეს ეს ნათქვამი რუსების ყურამდე და ნახავთ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია თუ ერთმანეთზე გადადუღებული....მეათასეჯერ ვწერ,ჩვენ რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობა კი არა ომი და მტრობა გვაქვს,შესაბამისად მხოლოდ პოლიტიკა კი არა მტრობა და სპორტიც უნდა გამიჯნოთ და შემდეგ უფრო "გააპრავებთ" მის გადაწყვეტილებას

14:11 | 10.07.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

შანსი არაა, პრეს-კონფერენციებზე ჩამოუგდებენ რუსი ჟურნალისტები პოლიტიკაზე სიტყვას. ჰოდა, აი მანდ უნდა დააფიქსიროს ის პოზიცია, რაშიც ქართველები ერთიანები ვართ, რაც სიმართლეა და რაშიც მთელი პროგრესული მსოფლიო გვიჭერს მხარს.
თუ ეგ გააკეთა, ჩემი აზრით მორალურ წნეხს სრულად მოიხსნის.

15:18 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

მაშინ ვილიამ ვოლოსი იქნება, მაგრამ მეეჭვება ეგ ქნას. და თუ იზამს ზამენაზე ამოხდიან სულს ეგ ვირთხები

15:24 | 10.07.2020
iceman (2988)

მაგ კითხვაზე მარტივად უპასუხებს იტყვის რომ სპორტი და პოლიტიკა არაა ერთმანეთთან კავშირში და ისე კი ბედნიერი ვარ ცეესკაში თამაშითო.

19:29 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

მაგი ვიგულისხმე

11:27 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ყველაფრის მიუხედავად, თორნიკეს ჰქონდა უფლება ეთამაშა იქ სადაც უნდოდა.
ჩვებ გვინდოდა მას ეთამაშა უმაღლეს დონეზე!
თუნდაც ამ საიტზე მყოფ გოთვერან რუსეთუმეებსაც უნდოდათ რომ მას ეთამაშა რეალში, ან nba-ში.
მაგრამ თორნიკემ აირჩია რუსეთის ყველაზე ბინძური გუნდი

10:39 | 10.07.2020
Z.LO (802)

თორნიკეს წარმატებებს და ბევრ პირად რეკორდს ვუსურვებ, ხოლო ცსკა-ს - წარუმატებლობას.

10:03 | 10.07.2020
Go rafaa (2301)

ძალიან მიკვირს ხალხის ასეთი დამოკიდებულება თოკოს მიმართ. ძალიან ბევრი სპორტსმენი თამაშობდა რუსეთში და დღესაც თამაშობს, თუნდაც მანუჩარ მარკოიშვილი ერთ ერთი გამორჩეული კალათბურთელი საქართველოს ნაკრებში მოსკოვის ცეესკაში თამაშობდა თუმცა ამხელა აჟიოტაჟი არც ერთი სპორტსმენის მიმართ არყოფილა და თოკოს მიმართ რატოა ვერ თხვდები! ან ის არიციან ამ ხალხმა რომ პოლიტიკა და სპორტი გამიჯნულია და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ? რავიცი რავიცი გაოგნებული ვარ ხალხის ასეთი რეაქციით! მე პირადად ძალიან გამიხარდა ცეესკა ვლიერი გუნდია და თოკო დიდ წარმატებებს მიაღწევს!

11:37 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული არ არის. ეს რუსეთს უნდა რომ ადე იყოს. თან რუსეთი ჩვენი მტერია და თამაში მტრის არმიის გუნდში არ არის და ვერ იქმება მარტო სპორტი

11:24 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ჯერ ერთი მარკოიშვილი ნაკრების კაპიტანი არ იყო. მიუხედავად იმისა რომ ის იყო ძალიან მაღალი კლასის, მართლა სუპერ მოთამაშე, ის მაინც არ ყოფილა თორნიკეს დონის მოთამაშე. თორნიკე ის მოთამაშეა, რომელიც თამამად იწოდება ევროპაში სუპერ ვარსკვლავად

08:34 | 10.07.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის გუნდის ფორმით! კატეგორიულად მიუღებელია!

01:29 | 10.07.2020
johnsilver (1156)

საერთოდ არაფერი დაგეწერა, აჯობებდა აშკარად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136966