საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური სამტრედიაში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „ჩიხურას“ უმასპინძლა.
ქულები ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან წარმატებული სტარტი არცერთს ჰქონია სეზონში, მეტწილად - „ჩიხურას“.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა არც ისე სანახაობრივი და საბოლოოდ, უგოლოდ 0:0 დასრულდა.
„სამტრედიას“ 5 ტურში ამდენივე ქულა აქვს, ხოლო „ჩიხურა“ 2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.
„სამტრედია“ – „ჩიხურა“ 0:0 (0:0)