კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი „ბლაუგრანას“ ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა სიაში მესამე ადგილზე გადავიდა.
„ესპანიოლთან“ გატანილი გოლი ურუგვაელისთვის „კამპ ნოუზე“ 195-ე გამოდგა და ლადისლავ კუბალას გადაასწრო, რომლის ანგარიშზე 194 გოლია. სუარესმა ზემოხსენებულ შედეგს 206 თამაშში მიაღწია.
სამხრეთ ამერიკელზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელია - ლიონელ მესი (630 გოლი) და სესარი (232 გოლი).