ფეხბურთი

15:45 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „ოთხეულში უნდა მოვხვდეთ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, გუნდის ბოლოდროინდელი მდგომარეობა შეაფასა.

„თუკი ყველა დარჩენილ შეხვედრას მოვიგებთ, მაშინ ოთხეულში, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოვხვდებით. სხვის იმედზე არ უნდა ვიყოთ. ყველაფერი ჩვენს მოხერხებაზეა.

ზედიზედ 16 წაუგებელი მატჩის სერია თავდაჯერებას გვაძლევს. ჩვენ კიდევ ბევრი თამაშის არწაგება შეგვიძლია, თუ სწორად მოვიქცევით.“ - ციტიერებს ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს The Independent.

33 ტურის შემდეგ, „მანჩესტერი“ პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

0.112091