ფეხბურთი

15:13 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო მილიკზე - თუ წასვლა უნდა, წავიდეს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლონელ შემტევს, არკადიუშ მილიკს, გუნდის დატოვება სურს.

„ძნელია მილიკზე უკეთესი ფეხბურთელის პოვნა, მაგრამ თუ მიაჩნია, რომ მისი დრო კლუბში ამოიწურა და სიტუაციის შეცვლა უნდა, აუცილებელია მოვუსმინოთ. არ შეიძლება ადამიანის ძალით გაჩერება. ამ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება მისი მოტივირება და მატჩებისთვის მომზადება. მოთამაშეების სურვილებს პატივი უნდა ვცეთ.“ - ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.

მილიკის „ნაპოლისთან“ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. მისით „ატლეტიკო,“ „მილანი,“ „ატალანტა“ და „შალკე“ არიან დაინტერესებული.

0.131996