კალათბურთი

12:35 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელია. ინფორმაცია, როგორც რუსული, ისე „ბასკონიას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

თორნიკემ ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომდევნო სეზონიდან მოსკოვში ითამაშებს.

„ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და ველოდები საოცარ კალათბურთელთა გვერდით თამაშს, შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით. ვიმედოვნებ ცსკა-სთან ერთად დიდ წარმატებებებს მივაღწევთ ევროლიგასა და VTB ლიგაში“, - თქვა შენგელიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ქართველი მძიმე ფორვარდი „ბასკონიას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და ვიტორიელთა რიგებში 318 თამაში ჩაატარა, მათ შორის 138 ევროლიგაში, 180 კი ლიგა ენდესაში. „ბასკონიაში“ შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა შენგელიას მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა - დიდი მადლობა მეგობარო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12003