კალათბურთი

14:05 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ემოციური წერილი: "მივდივარ, მაგრამ მშვიდად ვარ"

საქართველოს ნაკრებისა და აწ უკვე მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია „ბასკონიას“ წერილით დაემშვიდობა. ქართველის განცხადებით, ის არასდროს დაივიწყებს განვლილ 6 წელს და ყოველთვის გულით ატარებს.

„არ ვიცი საიდან დავიწყო, ვგრძნობ, რომ ყველაფერი, რის თქმასაც ვაპირებ, ძალიან მოკლე იქნება, რასაც ვგრძნობ ამ კლუბის, ამ ქალაქისა და ამ ხალხის მიმართ. პირველივე დღიდან თავი ჩემს ოჯახში ვიგრძენი, სიყვარული და პატივისცემა ჩემს მიმართ და მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულის სიღრმიდან, რადგან თქვენ სახლში მიმიღეთ. ყოველთვის მინდოდა ამ კლუბის ისტორიაში და სიყვარულით, პატივისცემით დამკვიდრება და ყველაფერს ვაკეთებდი პარკეტზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვხედავდი, მაგრამ მათ მათ გარეშე ჩვენ ვერ გავაკეთებდით იმას, რაც გავაკეთეთ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას ჩემს თანაგუნდელს და მწვრთნელს ამ 6 წლის განმავლობაში, თქვენ ვიტორიაში ჩემი დროის დიდი ნაწილი ჩამოაყალიბეთ და ყოველთვის იქნებით ჩემს გულში.

გაგვიმართლა, რომ კალათბურთის მიღმაც დავმეგობრდით, დიდი მადლობა ყველაფრისთვის! დაბრკოლებებისა და ტანჯვის მიუხედავად ერთად ვიდექით, სიხარულის და სიამაყის გრძნობა მაქვს. მივდივარ, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ აქ სახლი მაქვს იმ ხალხთან, ვინც მიყვარს და ვინც იცის, რომ სული და გული მივეცი მისთვის. დიდი მადლობა ვიტორიას, დიდი მადლობა „ბასკონიას“, დიდი მადლობა ხალხს!“, - წერს შენგელია ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია „ბასკონიას“ რიგებში 2014-2020 წლებში თამაშობდა და გუნდის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ცოტა ხნის წინ ვიტორიელთა შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. "თოკომიტივმა" ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.114487