ფეხბურთი

10:25 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალია ისრაელში ითამაშებს

ლევან კუტალია ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი თელ ავივის „ჰაპოელს“ მოურიგდა და მხარეები კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ხელშეკრულების დეტალები და მოსალოდნელია, რომ ცნობა უახლოეს მომავალში დადასტურდება.

კუტალია ბოლოს ყაზახურ „ირტიშში“ თამაშობდა, რომელიც ფინანსური კრიზისის გამო დაიშალა და კლუბის დატოვება მოუწია. მანამდე კი არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია, თავი კი „დინამო თბილისსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გამოიჩინა.

აქვე გეტყვით, რომ „ჰაპოელმა“ 2019-2020 წლების სეზონი 48 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111505