კოტდივუარელმა ფეხბურთელმა სალომონ კალუმ ბერლინის "ჰერტა" ოფიციალურად დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია აფრიკელმა ფეხბურთელმა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა და გუნდის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
კალუ გერმანულ გუნდში 2014 წელს მივიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 173 მატჩში 53 გოლი გაიტანა. ჯერჯერობიტ ოფიციალურად უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას სალომონი, თუმცა გერმანული მედია იუწყება, რომ 34 წლის კოტდივუარელი უახლოეს მომავალში "ბოტაფოგოს" ფეხბურთელი გახდება.