ფეხბურთი

19:25 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" სამხრეთკორეელი ფეხბურთელი დაიმატა

"ლაიპციგმა" "ზალცბურგის" 24 წლის სამხრეთკორეელი თავდამსხმელი ჰი-ჩან ჰვანი დაიმატა. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი "ლაიპციგში" მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დარჩება. ფეხბურთელის სანაცვლოდ ავსტრიელებმა 9 მილიონი ევრო მიიღეს.

ჰვანმა კარიერა სამხრეთ კორეაში "პოჰანგის" აკადემიაში დაიწყო და 2015 წელს "ლიფერინგში" გადავიდა. "ზალცბურგში" ჰი-ჩანი 2016 წელს აღმოჩნდა და მას შემდეგ ჩატარებულ 126 მატჩში 45 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116446