ფეხბურთი

17:30 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაი ჰავერცის ყიდვა "ჩელსის" სურს

ლევერკუზენის „ბაიერის“ ფეხბურთელი კაი ჰავერცი არაერთი ევროპული გრანდის ინტერესთა არეალში მოექცა. მათ შორის ყველაზე აქტიურად 21 წლის გერმანელს მიუნხენის „ბაიერნს“ აკავშირებდნენ. თუმცა, კლუბის დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ „Sport1“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰავერცის ტრანსფერი წელს მიუნხენელებისთვის შეუძლებელია.

ახალგაზრდა ფეხბურთელს "რეკორდმაისტერის" გარდა "ჩელსიც" აკვირდება. ლკაი ჰავერცის შეძენის მთავარ კანდიდატად ახლა „ჩელსი“ სახელდება. ლონდოლებმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ტიმო ვერნერი და ჰაკიმ ზიეჩი გადმოიბირეს, რომლებიც მათ ჯამში 100 მილიონ ევრომდე დაუჯდათ, ხოლო „ლევერკუზენი“ მხოლოდ ჰავერცში ანალოგიურ თანხას ითხოვს.

კაი ჰავერცმა მიმდინარე სეზონში 43 მატჩში 17 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.113228