თამაშგარე

14:33 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარდაშიანების სამეფო ამბიციები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი მოდელი და მსახიობი კიმ კარდაშიანი წარმოშობით სომეხი რომაა, ეს ყველას კარგად მოეხსენება და წესით ამ თემაზე კამათიც კი უსარგებლოა. თუმცა, ეს ორი წელია, რაც კიმსა და მის დებს წამოწყებული აქვთ ერთგვარი კამპანია რომლის მიზანიც კარდაშიანების ოჯახის არც მეტი, არც ნაკლები, სამეფო წარმომავლობის დამტკიცებაა.

შარშან კიმმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცნობილი მოჩხუბარი კონორ მაკგრეგორი კარდაშიანების ნათესავია და როგორც მაკგრეგორს, ასევე კიმის წინაპრებს თითქოს კავშირი ჰქონდეთ შოტლანდიის სამეფო გვართან. კონორმა პასუხი არ დააყოვნა და ხუმრობთ დაწერა, რომ მიესალმება სამეფო ოჯახში კიმ კარდაშიანის შემოსვლას.

ეს იყო და ეს! ამის შემდეგ კიმ კარდაშიანის ოჯახი უკვე აღარ გაჩერებულა (ან რა გააჩერებდა?!) და კიმის უფროსმა დამ, კორტნიმ, თავის ქალიშვილს სახელად პენელოპა სკოტლენდი დაარქვა “შოტლანდიური წარმომავლობის“ ნიშნად. საკუთრივ კიმ კარდაშიანი კი არ ცხრება და ინტერვიუებში ყველას უმტკიცებს, რომ სამეფო ოჯახის წევრია. ამ ქალის მოტივაციას ეხუმრებით?!...

0.195485