ფეხბურთი

11:03 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სეტუბალის" 12-მატჩიანი მოუგებელი სერია და მაკარიძე ტურის სიმბოლურში

სეტუბალის „ვიტორიას“ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის XXX ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურის გუნდი შინ „ფერეირასთან“ 2:3 დამარცხდა, გიორგი ჩინებულად ირჯებოდა და კარგი თამაში Goalpoint-მა დაუფასა.

„სეტუბალი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ მეტოქეს წყნარად თამაშის შემოტრიალების უფლება მისცეს. მაკარიძემ ყველაფერი გააკეთა, რათა არ დამარცხებულიყო, ხუთი სეივი და სამი ეფექტური გამოსვლა მეორე სართულზე“, - წერს გამოცემა.

აქე გეტყვით, რომ მაკარიძეს მიმდინარე სეზონში 28 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მისი გუნდი სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მე-16 ადგილზეა (30 ქულა) და გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულითაა დაშორებული. აღსანიშნავია, რომ „სეტუბალი“ საშინელ ფორმაშია და 26 იანვრის შემდეგ ზედიზედ 12 მატჩია არ მოუგია (4 ფრე, 8 წაგება).

0.123169