ფეხბურთი

12:42 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს შჩესნიმ სურვილი ვერ შეუსრულა და ზლატანის რეაქცია

ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთი გულზე რომ არ ეხატებათ, ეს ძველი ამბავია. ორი ლეგენდის მორიგი დუელი გუშინ „სან სიროზე“ შედგა, სადაც იბრას „მილანმა“ 4:2 იმარჯვა.

გოლები ორივემ გაიტანეს. ჯერ რონალდუმ, მერე - ზლატანმა. 62-ე წუთზე ტურინელთა კარში პენალტი დაინიშნა და ბურთთან ცხადია შვედი მივიდა. სწორედ ამ მომენტში კრიშტიანუ შჩესნის უყვიროდა და ამხნევებდა: „შენ მას იცნობ, მოიგერიე!“

პოლონელმა თანაგუნდელს სურვილი ვერ შეუსრულა, იბრამ ანგარიშის სხვაობა შეამცირა და „მილანის“ სასწაულ ქამ-ბექს სათავე დაუდო. გოლის შემდეგ კი სკანდინავიელი რონალდუს მიუბრუნდა და გაუღიმა, პორტუგალიელმაც, დანარჩენზე ფოტო სრულებით მეტყველებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112376