ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი სულიკო დავითაშვილი „რუსთავის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
დავითაშვილმა ვარლამ კილასონია შეცვალა, რომელმაც ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოსტი დატოვა. მაგრამ, კილასონია რჩება „რუსთავში“ და სტრუქტურაში დაიკავებს ადგილს.
რაც შეეხება სულიკო დავითაშვილს, ბოლო ხანს „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.