ფეხბურთი

23:54 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მესის და რონალდუს მიქსია" - ტრეზეგე კილიან მბაპეზე

საფრანგეთის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მიქსია.

„მბაპე არის მომავლის პროტოტიპი იისა, თუ როგორი იქნება ფეხბურთი. ფიზიკურად ის არის ევროპელი ფეხბურთელის პროტოტიპი. მაღალი, ტექნიკური, ექსტრემალური სიჩქარით, ორივე ფეხით დარტყმა შეუძლია. ის არის კრიშტიანუს და ლეოს ნაზავი, მაგრამ კრიშტიანუზე უკეთესი ტექნიკა აქვს, საოცარი ფიზიკური ძალა და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ 20 წლისაა. თითოეულ თაობას ჰყავს თავისი მოდელი, ისე, როგორც ლეო და კრიშტიანუ უკვე წინა თაობიდან არიან, მბაპე იქნება ახალი თაობის პროტოტიპი და მის მოდელს მიჰყვებიან“, - თქვა ტრეზეგემ.

შეგახსენებთ, დავიდ ტრეზეგეს XXI საუკუნის დასაწყისში წარმატებული კარიერა ჰქონდა და 10 სეზონი „იუვენტუსში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10983