ფლორენციის „ფიორენტინას“ ულტრასებმა ფრანკ რიბერის მიმართეს, რომელმაც გუშინ ფლორენციაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა.
ფრანგი ფეხბურთელი გაძარცვეს, რის გამოც სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუნხენში მშვიდად ცხოვრობდა. „იების“ ტიფოზები“ რიბერის ამ განცხადების გამო გაბრაზდნენ:
„ძვირფასო ფრანკ, გვესმის შოკი, მაგრამ პირი გამოირეცხე, სანამ ფლორენციაზე ისაუბრებ, თითქოს მედელინი იყოს. მდიდრებს ყოველთვის ძარცვავენ, მაგრამ მათ შეუძლიათ სიგნალიზაციის სისტემების დაყენება და პირადი ზედამხედველობა“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფრანკ რიბერი „ფიორენტინას“ ღირსებას გასული ზაფხულიდან მოყოლებული იცავს.