ფეხბურთი

17:11 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტით სამი ევროპული გრანდი ინტერესდება

ლონდონის „არსენალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბი დატოვოს. აღნიშნულის მთავარი მიზეზი ახალგაზრდა ინგლისელის ედვარდ ნკეტიას კარგი თამაშია, რომელმაც პანდემიის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ლაკაზეტის ადგილი დაიკავა.

l'Equipe ინფორმაციით, 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“, „ინტერი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ იჩენენ.

ლაკაზეტი „არსენალში" 2017 წლიდან ასპარეზობს და გუნდთან კონტრაქტი 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 48 მილიონი ევროა.

ლაკაზეტმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 32 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110562