სხვა

13:49 | 7.07.2020 | ნანახია NaN - ჯერ

„დინამომ“ ვარჯიში განაახლა

კორონავირუსით გამოწვეული სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდგომ წყალბურთის კლუბმა „დინამომ“ ვარჯიში განაახლა.

რევაზ ჩომახიძის გუნდი ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოშია დაგეგმილი. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

შეგახსენებთ, 10-მა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვა და მათ შორის მოხვდა რევაზ ჩომახიძის გუნდიც.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მონაწილეთა რაოდება 16-დან 12-მდე შემცირდა და დანარჩენი ორი საგზურის მფლობელის ვინაობას საკვალიფიკაციო ეტაპი გაარკვევს.

ჯგუფური ეტაპი 11 - 12 ნოემბერს დაიწყება, 12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება, საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი კი პლეი-ოფში გააგრძელებს ასპარეზობას.

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე 2019-2020 წლების სეზონშიც თამაშობდა და ჯგუფურ ეტაპზე 10 მატჩიდან ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა.

თეგებიდინამო

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:02 | 06.08.2015
milan21.11.80 (556)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში გამართულ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას სძლია!
საქართველო 78:73 ბოსნია

23:27 | 05.08.2015
milan21.11.80 (556)

მესამე მეოთხედის მიწურულს ანგარიშით 64:55 ვამარცხებთ ბოსნიის ეროვნულ გუნდს

23:15 | 05.08.2015
milan21.11.80 (556)

პირველი ტაიმის შემდეგ: საქართველო - ბოსნია 36:33

12:23 | 05.08.2015
→TORELI← (886)

დგევანდელი თამაშის ყურება თუ შეიძლება სადმე??

09:34 | 05.08.2015
BEERTRANCE (97819)

იმედია ჩვენთანაც მასე მოუვათ

0.065185